კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდის რეგისტრაცია დაიწყო!
- 23 ივნისი, 2023
მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში:
ონლაინ რეგისტრაცია იწყება 23 ივნისს და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით.
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყება 26 ივნისს და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით.
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 14 ან 15 ივლისს.
მისაღები გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისისა.
მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა და საკონურსო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 7 ივლისისა.
ტესტის სტრუქტურა:
· ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
· 19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
· 6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
· ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს პროექტი ,,შაბათის სკოლის“ მე-3 მოდული, ითვლებიან რეგისტრირებულად. დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებენ.
ონლიან რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://rb.gy/0f7nn
ელექტრონული რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2022-23 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)
სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:
რეგისტრაცია დაიწყება 26 ივნისს და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით.
11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)
მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96; 2-39-93-13
რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2022-23 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)
დადებითი შედეგის შემთხვევაში, სკოლაში ჩასარიცხად, აუცილებელია დახასიათება სკოლიდან. დისციპლინური გადაცდომის არსებობისას, სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეს უარი უთხრას სკოლაში ჩარიცხვაზე.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
· გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2022-2023 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტები სანახავად გადადით ბმულზე: https://rb.gy/qqp41
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!